უძველესი ქართული წარწერები

 ქართული უძველესი წარწერები: 

   საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამი უძველესი წარწერა, კონკრეტულად ბოლნისის სიონში. გარდა ამისა ორი წარწერა საქართველოს გარეთ ბირ ელ ყუტის მონასტერში მდებარეობს. ამ წარწერებმა დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ისტორიაში, არა მარტო ისტორიკოსებისთვის, არამედ მეცნიერებისთვისაც.

  პალესტინის ან ბირ ელ ყუტის ქართული წარწერები — იტალიელი არქეოლოგის ვირჯილიო კორბოს მიერ იუდეის უდაბნოში 1952 წელს აღმოჩენილი ქართული მონასტრის წარწერები.უძველესი ქართული წარწერა, თარიღდება 430 წლით. მოიხსენიება ბაკურ იბერიელი. წარწერა ამჟამად ინახება ფრანცისკანელთა მუზეუმში, იერუსალიმში.აბა ანტონის და იოსიას წარწერა, 532 წ.‎უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის. შესრულებულია მოზაიკით (სეფი) იატაკზე ასომთავრულით. წარწერა სამია. ამათგან 2 მოღწეულია დაუზიანებლად, ხოლო ერთი ამჟამად დაკარგულად ითვლება. ორი წარწერა თარიღდება 430 წლით, მესამე კი 532 წლით. პირველი 2 წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის წარწერას.საუკუნის ქართული მონასტერი იერუსალიმში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით.‎ააშენა პეტრე იბერმა დაახლოებით 444 წელს. აღნიშნული ქართული მონასტერი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი  სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. მანვე 1955 წელს იერუსალიმში გამოსცა წიგნი „სიიარ ალ-ღანამის (მწყემსთა მიმდევრის) გათხრები და შემორაგენის მონასტრები“, რომელშიც მოათავსეს მიხეილ თარხნიშვილის ნარკვევი მონასტრის ქართული მოზაიკურ წარწერათა შესახებ.

     ბოლნისში არსებული წარწერების ნაშთები:

ერთი წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის თავზე, მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვრის გარშემო და ასე იკითხება:ვიკიციტატა

„ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაჳყანისმცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამას ეკლესიასა შინა შეხეწიე. ი. ი.“

უკანასკნელი ასოების (ი ი) მნიშვნელობა „იყავნ იყავნ“ გაარკვია აკად. კ. კეკელიძემ. დავით ეპისკოპოსის მოღვაწეობის შესახებ არსებული ისტორიული ცნობების მიხედვით, აკად. ივ. ჯავახიშვილმა წარწერა V საუკუნის დამლევითა და VI საუკუნის დასაწყისით დაათარიღა. ეს ვარაუდი დააზუსტა 1937 წელს გათხრების დროს აღმოჩენილმა ოთხსტრიქონიანმა მეორე წარწერამაც.


მეორე წარწერა მოთავსებული ყოფილა ჩრდილოეთით მარცხენა კარის თავზე გადებულ ქვაზე. ქვა ჩამომტყდარა და ტაძრის კედელს მისი თავი და ბოლოღა ჰქონდა შერჩენილი. წარწერის ოთხივე სტრიქონის დასაწყისი და დასასრული, რომლებიც კედელზეა შერჩენილი (განსაკუთრებით დასაწყისი), ამჟამად თითქმის აღარ იკითხება. უკეთაა შენახული წარწერა ჩამომტყდარი ნაწილი. იგი საშუალებას იძლევა მიახლოებით აღვადგინოთ ნაკლული ტექსტი: .შეწევნითა წმი]დისა სამებისაჲთა ოც

[წ]ლისა პეროზ მეფი[სა ზე]


[ხიქნა დაწყებაჲ] ამის ეკლესიაჲსაჲ


და ათხუთმეტ წლი[სა შემდგომად]


[განხეშორა. ვი]ნ აქა შინა თაჳყანის ხცეს


ღ~ნ შეიწყალენ და ვინ ა[მის ეკლესიაჲსა]


[მაშჱნებელსა დ~თ ე]პისკოპოსსა ხულოცოს იგიცა ღ~ნ შეიწყა[ლენ. ა~

წარწერა დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მის ადგილას კი იმიტაციაა ჩასმული.


ტექსტში ნახსენები პეროზის მეფობა ირანში 459-484 წლებზე მოდის, მაშასადამე ბოლნისის ეკლესიის მშენებლობა 479-ს დაწყებულა და დამთავრდებოდა 493-494 წელს, ირანში კავადის მეფობის ხანაში (488-531).

მესამე წარწერა მოთავსებულია ჩრდილოეთით მარჯვენა კარის თავზე და ეხება კარის შებმის ამბავს:


ვიკიციტატა

„შეწევნითა ქრისტჱესითა მე ფარნ... და აზარუხტ შეხუაბთ ესე კარი სალოცველად სულთა ჩუენთათჳს.“

აკად. გ. ჩუბინაშვილის აზრით, პირველი სახელი უნდა იყოს „ფარნევან“.


წარწერები შესრულებულია მსხვილი რელიეფური მთავრული (მრგლოვანი) ასოებით. პალეოგრაფიულად დამახასიათებელია ზოგი ასოს თავშეკრულობა, ხოლო ენობრივად - ხანმეტობა.

ინფორმაცია ნატალი მებურიშვილის მიერ.



კომენტარები